вторник, 26 ноября 2013 г.

ენაში გაფანტული მარგალიტები


პროექტის სახელწოდება: ენაში გაფანტული მარგალიტები.

2.პროექტის მთავარი იდეა,თემა 1-2 წინადადებით: მივიწყებული ქართული სიტყვებისა და გამოთქმების შეგროვება მოსახლეობაში.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ მივიწყებულ სიტყვებსა და გამოთქმებს,სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ კილოებს, გამოიკვლევენ სადაური სიტყვაა და რომელი ენიდან არის შემოტანილი და დამკვიდრებული.

4პროექტის მიზნები:ბავშვები გაეცნობიან მათვის უცნობ სიტყვებსა და გამოთქმებს,გაეცნობიან  ამათუ იმ სიტყვის ისტორიას, გამოიკვლევენ რომელი ენიდანაა შემოტანილი იგი.

5მონაწილეთა ასაკი:შეუზღუდავი. 

6.ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები; რაც შეიძლება შეიქმნას“მოსწავლეები გაიმდიდრებენ  ქართული სიტყვების მარაგს. გაეცნობიან სხვადასხვა ენიდან შემოსულ და დამკვიდრებულ სიტყვებს.მოსწავლეები მიეჩვევიან გუნდურ მუშაობას, მიეჩვევიან კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს.
  
8პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, კომპიუტერი, ადამიანები.

9პროექტის მსვლელობა{ძირითადი აქტივობები]:მოსწავლეები გავლენ მოსახლეობაში და ჩაიწერენ მოძიებულ მასალას, შექმნიან ბუკლეტებს და შემდეგში პრეზენტაციას მოაწყობენ და გააცნობენ  სხვა ბავშვებსაც მოძიებულ მასალას.

10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:არა აქვს კავშირი.გაიღრმავებენ ცოდნას.აქტიურად მოიძიებენ ლიტერატურას.

11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]მანანა მეყანწიშვილი

12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:mananamekantsishvili@gmail.com

13.პროექტის ვებ გვერდი/ ბლოგი:mananamekantsishvili.blogspot.com